არსენ ვენგერი: "მანჩესტერ სიტის" ადგილზე ყოფნა ნამდვილად არ მინდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ოლიმპიაკოსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მომავალ მატჩამდე გუნდზე ისაუბრა.

"ნამდვილად არ მინდა "მანჩესტერ სიტის" ადგილზე ყოფნა. პრემიერლიგაში 23 მატჩი წინ გვაქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში მსგავსი შანსი არ გაქვს - თქვენ ან მიდიხართ წინ, ან ვარდებით.

კარგია, რომ ლიგის მატჩამდე გარკვეული დრო გვქონდა მოსამზადებლად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წინ წავიწიოთ.

პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს. ამიტომ ცოტა არ იყოს, გვიკვირს ჩვენი პოზიცია სატურნირო ცხრილში.

ჩვენი ფეხბურთელების ოსტატობა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსს
გვაძლევს, მაგრამ ამ
ეტაპზე გარკვეული პრობლემები გვაქვს, რომლებ
საც აუცილებლად გამოვასწორებთ", - თქვა ვენგერმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. სამშაბათის მატჩების წინ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული