კარლო ანჩელოტი: "პორტუსთან" მატჩის წინ კარგი წინათგრძნობა მაქვს

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "პორტუსთან" 4 დეკემბერს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი კრიტიკას კი იმსახურებს, თუმცა ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შემდეგ რეაბილიტაციის წყურვილითაა შეპყრობილი.

პსჟ "პორტუს" ერთი ქულით ჩამორჩება. იმისათვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, ფრანგულმა გუნდმა პორტუგალიის ჩემპიონს აუცილებლად უნდა მოუგოს.

"შაბათს განცდილი წაგების შემდეგ სულ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ. "პორტუსთან" დაპირისპირება მნიშვნელოვანი ორი მიზეზითაა. პირველი - ჩვენ უნდა ვაჯობოთ მაღალი კლასის, გამოცდილ გუნდს და დავიკავოთ ჯგუფში პირველი ადგილი; მეორეც - "ნიცასთან" წარუმატებლობის გამო რეაბილიტაცია
გვჭირდება, რათა თავდაჯერება დავიბრუნოთ"
, - აქვეყნებს ანჩელოტის ციტატას უეფას ოფიციალური საიტი.

"პსჟ-ის მისამართით დამსახურებული კრიტიკა ისმის. კლუბში ყველა გაწბილებულია, რადგან სეზონის დასაწყისს წარმატებულს ვერ დავარქმევთ. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ საფრანგეთის პირველობისთვის ბრძოლას და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშიც გავედით.

პსჟ ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება. ჩვენ განვითარებისთვის ყველა პირობა გვაქვს. უბრალოდ, სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და მე ამაზე გამუდმებით ვმუშაობ.

"პორტუსთან" მატჩის წინ კარგი წინათგრძნობა მაქვს",
- დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. სამშაბათის მატჩების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული