"წინ გველის არაჩვეულებრივი შეხვედრა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. უნდა მოვიგოთ, რათა თავდაჯერებულები ვიყოთ და გავამყაროთ ის, რაც წინა კვირაში "კატანიასთან" დაპირისპირებამ შეგვძინა.
გამარჯვებები დაძაბულობას ხსნის და მოდუნების საშუალებას იძლევა. თუკი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იგებ, ჩავლილი თამაშის გამო დარდი და წუხილი რამდენიმე დღე არ გშორდება.
ამიტომ თავიდან უნდა ავიცილოთ ასეთი სიტუაცია და სამი ქულა მოვიპოვოთ", - აქვეყნებს ალეგრის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
"სათამაშო სისტემის
არ ითამაშებს პატო, ელ შაარავი კი სათადარიგო სკამიდან ჩაერთვება.
ძალიან ვაფასებ პაცინის, რომელიც "იუვენტუსთან" მატჩში შთამბეჭდავად მოქმედებდა, თუმცა "კატანიასთან" თამაშის წინ ზურგთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ალბათ, "ზენიტთან" მოედანზე გამოვა", - დასძინა მილანელთა თავკაცმა.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. სამშაბათის მატჩების წინ