ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "სიტი" დორტმუნდში "ბორუსიას" დაუპირისპირდა და იმისათვის, რომ ასპარეზობა ევროპალიგაზე მაინც გაეგრძელებინა, გამარჯვება სჭირდებოდა. თუმცა რობერტო მანჩინის შეგირდებმა ფრეც ვერ გაახერხეს, 0:1 დამარცხდნენ და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.
"არ ვიცი, რა მოხდა. ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებზე ბევრად ცუდად გავისარჯეთ. ჩემპიონთა ლიგასაც გამოვეთიშეთ და ვერც ევროპალიგაზე დავიმსახურეთ თამაში.
სანამ ანგარიში 0:0 იყო, გვქონდა შესაძლებლობა, მოგვეგო, მაგრამ როდესაც "ბორუსიამ" გაგვიტანა, ყველაფერი დამთავრდა", - აქვეყნებს ჰარტის სიტყვებს უეფას
"ეს სირცხვილია. ჩვენ მოგება გვწყუროდა. ვულოცავ "ბორუსიას" და "რეალს" პლეი-ოფში გასვლას. მათ ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენეს, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, მათზე უკეთ გვეთამაშა", - დასძინა მეკარემ.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური [VIDEO]