2014/15 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალს - ბერლინი, 2015/16 წლებისას კი მილანი უმასპინძლებს

AutoSharing Option
6 დეკემბერს, უეფას აღმასკომის სხდომაზე, რომელიც ლოზანაში მიმდინარეობს, ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლებისა და 2015/16 წლების გათამაშებების ფინალების მასპინძელი ქალაქები გაირკვა.

ევროპული პრესის ინფორმაციით, მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის 2014/15 წლების სეზონის გადამწყვეტი მატჩი ბერლინში, "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართება, ხოლო ერთი წლის შემდეგ საფინალო შეხვედრას მილანი და "სან სირო" მიიღებენ.

ამ ინფორმაციას უეფა სულ მალე დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი ლონდონის სტადიონ "უემბლიზე" გაიმართება, ერთი წლის შემდეგ კი გადამწყვეტ მატჩს ლისაბონში "და ლუჟი" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული