სელტიკი-სპარტაკის მატჩის გმირის შოკისმომგვრელი კადრები [VIDEO]

AutoSharing Option
"სელტიკის" ნახევარმცველმა კრის კომონსიმ საკუთარი ტრავმის ფოტო სოციალურ ქსელებში გაავრცელა და ამით საზოგადოება შოკში ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე მოსკოვის "სპარტაკი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა.

კომონსი მოედანზე მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შევიდა. მისი გამოსვლა შედეგიანი აღმოჩნდა.

ნახევარმცველმა სპარტაკელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა (2:1).

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, შეხვედრა კომონსისთვის ძალიან ცუდად დასრულდა. გამარჯვების გოლის შემდეგ ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო.

Sportall.Ge
რის შოკისმომგვრელი კადრები [VIDEO]" width="145" height="200" style="float: left; margin: 5px;" />კერძოდ კი, ერთ-ერთი ეპიზოდის დროს ფეხბურთელს კიმ კიელსტრემი ეუხეშა, რის შემდეგ მატჩის გმირი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

კიელსტრემმა მეორე ყვითელი მიიღო.

ამ ყველაფრის შემდეგ კრისმა შეჯახების შემდეგ მიღებული დაზიანებების ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა.

ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ გაუსივდა ბარძაყი ნახევარმცველს.

"ეს მკვდარი ფეხია!!! მაგრამ ეს ღირს იმად, რომ "სელტიკი" ევროპის 16 უძლიერეს კლუბთა შორის იყოს", - დაწერა ფეხბურთელმა საკუთარ ტვიტერში.

VideoSportall.Ge
სელტიკი - სპარტაკი 2:1


უყურეთ 94-ე წამიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული