კარლ-ჰაინც რუმენიგე: "არსენალთან" შეხვედრაში ფავორიტი "ბაიერნია"

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მმართველმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, "არსენალთან" შეხვედრაში ფავორიტები ჩვენ ვართ. ჩემპიონთა ლიგაში "არსენალი" კარგად გამოდიოდა, მიუხედავად პრემიერლიგაში ცუდი თამაშისა. მაგრამ არ მინდა სხვანაირად გამიგოთ, იოლი მატჩები არ გველის. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრებს.

ლუკას პოდოლსკის, როგორც "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელს, კარგად ვიცნობთ.

იმედი მაქვს, ისევე წარმატებით გამოვალთ ლონდონში, როგორც "შალკე", რომელმაც "ემირეიტსზე" ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. ასეთ შედეგს თუ მივაღწიეთ, საკუთარ კედლებში უფრო გაგვიადვილდება.

ინგლისში ფრეს კარგ შედეგს ვერ დავარქმევდი, რადგან გამარჯვება შეგვიძლია. ახლა მხოლოდ
იმას ველოდები, როდის შევხვდები ჩემს ძველ მეგობარ არსენ ვენგერს. იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ", - თქვა რუმენიგემ.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წყვილები გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული