"არსენალთან" მატჩში მანუელ ნოიერი ოთხთითა ხელთათმანით ითამაშებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ, "ბაიერნის" გოლკიპერი მანუელ ნოიერი უჩვეულო ხელთათმანით ითამაშებს.

გერმანელი გოლკიპერის ხელთათმანი ოთხთითა იქნება და არა ჩვეულებრივი. ნოიერმა გასულ ხუთშაბათს თითი საკმაოდ დაიზიანა და სპეციალურად მისთვის შეკერეს ხელთათმანი ოთხი თითით, რაც გოლკიპერს ნატკენი თითის გაუნძრევლად დატოვების შანსს აძლევს.

ნოიერმა ასეთი ხელთათმანით შეძლო "ვოლფსბურგთან" კარის "მშრალად" შენახვა. ვნახოთ, რა გამოუვა მას "არსენალთან" თამაშში.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მანუელ ნოიერს გოლი არ გაუშვია.

ასევე იხილეთ:
არსენალი VS ბაიერნი - ლონდონში ბრძოლას ვნახავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული