ლუკას პოდოლსკი: "არსენალთან" ერთად "უემბლიზე" ფინალში თამაში მაგარი იქნებოდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" გერმანელი თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი ბედნიერი იქნება, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობის შანსი მიეცემა.

2012/2013 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის გამარჯვებულის ვინაობა მაისში, ლონდონის "უემბლის" სტადიონზე გაირკვევა.

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში "უემბლიზე" ლონდონური გუნდის შემადგენლობაში თამაში ძალიან მაგარი იქნებოდა.

"ბაიერნში" სამი ბრწყინვალე სეზონი გავატარე და ამაყად ვიხსენებ იმ პერიოდს, რადგან საამისოდ ბევრი მოგონება და მიზეზი მაქვს.

მიუნხენში მეტის მიღწევაც მსურდა, თუმცა, ყველა შემთხვევაში, "ბაიერნი" ძალიან დამეხმარა.

ახლა ეს ყველაფერი წარსულია. მე "არსენალის" მოთამაშე ვარ და წარმატებების მიღწევას ამ გუნდში ვაპირებ",
- აქვეყნებს პოდოლსკის ნათქვამს Sky Sports.

ასევე იხილეთ:
არსენალი VS ბაიერნი - ლონდონში ბრძოლას ვნახავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული