"ბარსელონამ" "სან სიროზე" ივარჯიშა

AutoSharing Option
20 თებერვალს, ნაშუადღევს, "ბარსას" 20-მა ფეხბურთელმა "სან სიროზე" ივარჯიშა. ბოლოს "ბარსა" ამ სტადიონზე 328 დღის წინათ იყო.

ჯგუფში იყო ჩავი ერნანდესიც. მან ჩვეულებრივად ივარჯიშა და თამაშზე მწვანეც ანთებული აქვს ექიმთა მხრიდან. სამაგიეროდ, იტალიაში საერთოდ არ ჩასულან ვილია, ადრიანო და აბიდალი.

სხვათა შორის, "ბარსელონას" ვარჯიშს თვალყურს ადევნებდა გუნდის ყოფილი მცველი გაბრიელ მილიტო ("ინტერის" ფორვარდის, დიეგო მილიტოს უფროსი ძმა). არგენტინელი გასულ კვირას ეწვია "ბარსელონას" ბაზაზე და შემდეგ გადაწყვიტა გუნდთან ერთად მილანში გაფრენა - თან ძმას მოინახულებს და თან "ბლაუგრანას" უგულშემატკივრებს.

ასევე იხილეთ:
მილანი VS ბარსელონა - ფავორიტი ცხადია, მაგრამ ბურთი ხომ მრგვალია?!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული