ჰამიტ ალტინტოპი: "შალკესთან" მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია

AutoSharing Option
"გალათასარაის" ნახევარმცველმა ჰამიტ ალტინტოპმა გელზენკირხენის "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის მომავალ მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"შალკესთან" მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. გელზენკირხენულ კლუბში ოთხი წელი გავატარე და ჩემპიონთა ლიგაზე პირველად "შალკეს" მაისურით ვითამაშე.

მიუხედავად ცუდი შედეგებისა, რომელიც "შალკეს" შიდა ჩემპიონატში აქვს, გუნდმა თავისი ჯგ
უფი მოიგო. კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ.

გასულ სეზონში "ჩელსიმ" პრემიერლიგაში გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა, თუმცა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

დროგბა და სნეიდერი მსოფლიოს დონის ფეხბურთელები არიან. კარგია, რომ ისინი ჩვენს გუნდში თამაშობენ.

"შალკესთან" პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გავმართავთ. ჩემი აზრით, ეს ჩვენი უპირატესობაა.

იმედია,
მშობლიური ტრიბუნების მხარდაჭერა კომფორტულ პირობებს შეგვიქმნის გერმანიაში გამგზავრებამდე",
- თქვა ალტინტოპმა.

მომზადებულია Turkish Football-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
გალათასარაი VS შალკე - "შალკე" "გალათასარაის" ჯოჯოხეთში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული