ფათიჰ თერიმი: რა კარგად ვთამაშობდით...

AutoSharing Option
20 თებერვალს, სტამბულში პირველ მერვედფინალურ მატჩში "გალათასარაიმ" და "შალკემ" 1:1 ითამაშეს. ამ დაპირისპირებაში ყველაფერი საპასუხო მატჩში, გელზენკირხენში გადაწყდება.

თურქთა მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა მატჩის დასრულების შემდეგ თქვა:

"სწრაფი გოლით დავწინაურდით. ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შესვენების წინ, სამწუხაროდ, ძალიან უხეში შეცდომა დავუშვით. ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდა - "შალკემ" გოლი გაიტანა. არადა, მანამდე ბრწყინვალე შანსი გვქონდა, ორამდე გაგვეზარდა უპირატესობა.

მეორე ტაიმში "შალკეს" კიდევ შეეძლო გატანა, გერმანელებმა თამაში გაათანაბრეს. ასე რომ, ფრე სამართლიანი შედეგი იყო. ყველაფერი საპასუხო თამაშში გაირკვევა"
.

თავისი აზრი გამოთქვა "გალათასარაის"
ნახევარმცველმა ნორდინ ამრაბათმაც: "გამარჯვების ფორმულა მარტივია - უნდა გავიტანოთ და მოვიგოთ გელზენკირხენში, მაგრამ ამის შესრულება რთული იქნება".

შეგახსენებთ, რომ ანგარიში ბურაქ ილმაზმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს ჯერმეინ ჯონსმა პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა.

ასევე იხილეთ:
გალათასარაი-შალკე 1:1 - "გალას" ილმაზის ალმასი არ ეყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული