თურქთა მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა მატჩის დასრულების შემდეგ თქვა:
"სწრაფი გოლით დავწინაურდით. ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შესვენების წინ, სამწუხაროდ, ძალიან უხეში შეცდომა დავუშვით. ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდა - "შალკემ" გოლი გაიტანა. არადა, მანამდე ბრწყინვალე შანსი გვქონდა, ორამდე გაგვეზარდა უპირატესობა.
მეორე ტაიმში "შალკეს" კიდევ შეეძლო გატანა, გერმანელებმა თამაში გაათანაბრეს. ასე რომ, ფრე სამართლიანი შედეგი იყო. ყველაფერი საპასუხო თამაშში გაირკვევა".
თავისი აზრი გამოთქვა "გალათასარაის"
შეგახსენებთ, რომ ანგარიში ბურაქ ილმაზმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს ჯერმეინ ჯონსმა პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა.
ასევე იხილეთ:
გალათასარაი-შალკე 1:1 - "გალას" ილმაზის ალმასი არ ეყო [VIDEO]