ტიმო ჰილდებრანდი: "გალათასარაისგან" მეტს ველოდით

AutoSharing Option
20 თებერვალს სტამბულში, პირველ მერვედფინალურ მატჩში "გალათასარაიმ" და "შალკემ" 1:1 ითამაშეს.

მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს გერმანული კლუბის ფეხბურთელებმა.

"შალკეს" ახალწვეულმა მიშელ ბასტოსმა თქვა: "ჩვენთვის ჩინებული შედეგია. გუნდმა აჩვენა ღირსეული თამაში ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სტადიონზე საოცარი განწყობაა და სტუმრებზე ესეც მოქმედებს. ახლა ჩვენ ძალიან კარგი შანსები გვაქვს მეოთხედფინალში გასვლის. სამწუხაროდ, მეტის მიღწევა ვერ შევძელით, არადა, შანსები გვქონდა. მოედანი კი საშინელი იყო".

"შალკეს" გოლკიპერმა ტიმო ჰილდებრანდმა განაცხადა: "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გაოცებული დავრჩი, მეტოქემ ამდენის გაკეთების საშუალება
რომ მოგვცა. ჩვენ გვეგონა, "გალათასარაი" უკეთ ითამაშებდა. აღვნიშნავ ბიჭების მოტივაციას ჩემპიონთა ლიგის მატჩში. ასე რომ, მალე ბუნდესლიგაშიც გამოვსწორდებით
".

კლაას-იან ჰუნტელაარი: "პირველ ტაიმში ვდომინირებდით და კარგ შედეგსაც მივაღწიეთ. ახლა საპასუხო მატჩში კარგად უნდა ვითამაშოთ. ეს მატჩი იოლი არ იქნება".

ასევე იხილეთ:
გალათასარაი-შალკე 1:1 - "გალას" ილმაზის ალმასი არ ეყო [VIDEO]
ფათიჰ თერიმი: რა კარგად ვთამაშობდით...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული