რობინ ვან პერსი "რეალთან" მატჩისთვის მწყობრში იქნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩისთვის გამოჯანმრთელებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი მადრიდში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ტრავმა, რომელიც ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ქპრ-სთან (2:0) პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში მიიღო, სერიოზული არ გამოდგა.

29 წლის ფორვარდი ვარჯიშს რამდენიმე დღეში განაახლებს, თუმცა "ნორვიჩთან" ინგლისის ჩემპიონატის შეხვედრას სიფრთხილის მიზნით გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი"-"რეალის" მატჩი 5 მარტს გაიმართება.

მომზადებულია De Telegraaf-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული