43 წლის სპეციალისტმა ფეხბურთელებს უთხრა, რომ ის სამუშაოს აპრილში იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს გადალახავს. ამის შესახებ ცნობა Barcastaff-მა გაავრცელა Sport.es-ზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალის პირველ მატჩში "ბარსელონა" "სან-სიროზე" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ნიუ იორკში გაემგზავრა იმის გასარკვევად, შეძლებდა თუ არა ვილანოვა გუნდში დაბრუნებას "მილანთან"