უეინ რუნი: მადრიდის "რეალთან" საბრძოლველად მზად ვარ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა უეინ რუნიმ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის წინ აღნიშნა, რომ თავს ბრწყინვალედ გრძნობს და ნამდვილი ბრძოლისთვის მზადაა.

მანჩესტერში "იუნაიტედისა" და "რეალის" საპასუხო დაპირისპირება 5 მარტს გაიმართება, 1/8-ფინალის პირველი შეხვედრა კი მადრიდში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"ახლა მე იმ ასაკში ვარ, რომელშიც კარიერის პიკს აღწევენ და რომელიც 4-5 წელიწადს გრძელდება. იმედი მაქვს, გუნდი ამით მხოლოდ ისარგებლებს.

წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე სეზონში არცთუ ბევრი თამაში ჩავატარე. შესაბამისად, თავს დასვენებულად ვგრძნობ და "რეალთან" ბრძოლისთვის სრულებით მზად ვარ.

გუნდის
მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი შემადგენლობის როტაციას აქტიურად მიმართავს და შესაბამისად, ჯან-ღონით აღსავსე ბევრი მოთამაშე გვყავს.

ბევრი გუნდი ყოველ კვირას ერთი და იმავე შემადგენლობით თამაშობს. ამ შემთხვევაში სეზონის ბოლოს ჩავარდნის საფრთხე არსებობს.

მიმდინარე სეზონში ცოტა ტრავმამ გამაწვალა, თუმცა ახლა კარგ ფორმაში ვარ და იმედი მაქვს, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები",
- აქვეყნებს 27 წლის ინგლისელი ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sports.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული