სერხიო რამოსი: დროა, მიწაზე დავეშვათ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მომავალ საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მადრიდში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"მომენტით ვტკბებით, ახლა კარგი პერიოდი გვიდგას. თუმცა მიწაზე უნდა დავეშვათ. დიახ, ორი "ელ კლასიკო" მოვიგეთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს მივაღწიეთ.

ერთმა გამარჯვებამ ესპანეთის თასის ფინალში გასვლის საშუალება მოგვცა, ხოლო მეორი
ს წყალობით "ბარსელონასთან" სხვაობა ჩემპიონატში 13 ქულამდე დავიყვანეთ.

მთავარი დასკვნა კი ის არის, რომ "მანჩესტერ იუნაი
ტედთან" მატჩს მშვენიერი განწყობით ვხვდებით", - განაცხადა რამოსმა.

ესპანური გამოცემა El Pais ირწმუნება,
რომ სერხიო რამოსი ბოლო მატჩებს ტრავმით ატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული