ჩიუნიეთ ჩაქირი: გავა დრო და მსოფლიო მიხვდება, რომ მართალი ვიყავი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი"-"რეალის" (1:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის არბიტრმა ჩიუნიეთ ჩაქირმა განაცხადა, რომ მცირეოდენი ეჭვიც კი არ ჰქონდა, როცა ნანის წითელ ბარათს უჩვენებდა.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბმა" "წითელი ეშმაკები" ორი შეხვედრის ჯამში დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მანჩესტერში გამართულ მატჩში ჩაქირმა 58-ე წუთზე მოედნიდან ნანი გააძევა, რომელიც ალვარო არბელოას დაეჯახა.

პირველი მატჩი მადრიდში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გაძევების მომენტში მაპინძლები 1:0-ს იგებდნენ, თუმცა შემდეგ ორი გოლი გაუშვეს: 67-ე
და 69-ე წუთებზე.

აღნიშნულმა ეპიზოდმა დიდი კამათი გამოიწვია, ჟურნალისტებმა არბიტრი მწვავედ გააკრიტიკეს და წარსულში მომხდარი რამდენიმე ეპიზოდი გაუხსენეს.

"თავს ნორმალურად ვგრძნობდი და გადაწყვეტილების მიღების დროს ეჭვი არ მქონია. ნანისთვის წითელი ბარათის ჩვენება სწორი იყო.

გავა დრო და მსოფლიო მიხვდება, რომ მე მართალი ვიყავი. ყველა ჩემი გადაწყვეტილება მატჩებში, სადაც ინგლისური გუნდები მონაწილეობდნენ, სწორი იყო.

დამიჯერეთ, მე, უბრალოდ, არ შემიძლია, ბარათები ემოციებიდან გამომდინარე ვაფრიალ
ო.

ეს კრიტიკა დიდად არ მაწუხებს, ამაზე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა მლანძღავენ, მაგრამ მე ამაზე მაღლა ვდგავარ.

მზად ვარ, მსგავსი გადაწყვეტილებები მომავა
ლშიც მივიღო მოედანზე. ვცდილობ, ჩემი სამუშაო ხარისხიანად ვაკეთო, სხვანაირად არ შეიძლება", - თქვა ჩაქირმა.

თურქული გამოცემა Milliyet-ის ცნობით, ჩაქირმა "მანჩესტერ იუნაიტედი"-"რეალის" შეხვედრის განსჯისთვის უეფასაგან მაღალი შეფასება, 8.2 მიიღო (10-ბალიანი სისტემით).

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - რეალი 1:2
მკითხველის კომენტარები / 3 /
ორი აუტანელი რამ იყო სტადიონზე მადრიდის რეალი და ეს თურქი ბრუციანი...
misha
12:54 10-03-2013
0
ჩაქრი შენა
gust
22:52 08-03-2013
0

სიახლეები პოპულარული