მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონა" მსოფლიოში უძლიერესი გუნდია

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ჯენოასთან" (2:0) იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

სპეციალისტმა კევინ კონსტანტას საქციელზე ისაუბრა, რომელიც 66-ე წუთზე "ჯენოას" მცველ ჩეზარე ბოვოზე დაჯარიმდა და წითელი მიიღო.

"როცა 2:0-ს ვიგებდით, მეგონა თამაში ჩვენი სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა კონსტანტას წითელმა ბარათმა სიტუაცია გაართულა და დიდი ენერგიის დახარჯვა მოგვიწია.

სეზონის ამ ეტაპზე, როცა სერია A-ში მეორე ადგილისთვის და ჩემპიონთა ლიგაზე მეოტხედფინალში გასვლისთვის ვიბრძვით, ჩვენმა ფეხბურთელებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება ასეთი რეაქცია ჰქონდეთ, როგორც ეს კონსტანტამ გააკეთა. რაც მან
არ უნდა მომხდარიყო, ეს არასწორია.

ჩვენი მიზანია მესამე ადგილზე დავრჩეთ ან თუნდაც მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ, თუ "ნაპოლი" ამის საშუალებას მოგცემს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება",
- თქვა ალეგრიმ.

VideoSportall.Ge
ჯენოა - მილანი 0:2


გარდა ამისა, ალეგრიმ "ბარსელონაზეც" ილაპარაკა. მისი თქმით, "ბარსელონა" მსოფლიოში უძლიერესი გუნდია.

"ოთხი დღე გვაქვს, რომ "ბარსელონასთან" მატჩზე ვიფიქროთ. ვიცით, რომ რთული იქნება. ამ დროისთვის "ბარსელონა" მსოფლიოში უძლიერესი გუნდია. შემდეგ ეტაპზე რომ გავიდეთ ბრწყინვალედ უნდა ვითამაშოთ",
- აღნიშნა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი ბარსელონაში 12 მარტს გაიმართება. პირველი შეხვედრა გუნდებს შორის იტალიელების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული