რობერტო მანჩინი: ნანი ყვითელსაც არ იმსახურებდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ნანის გაძევებას ჩემპიონთა ლიგის მატჩში უსამართლო უწოდა და აღნიშნული ეპიზოდი ვენსან კომპანის გაძევებას შეადარა ინგლისის თასზე 2012 წელს (მანჩესტერულ დერბიში).

"ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი" მთლიანად პრემიერლიგაზე გადაერთვება. ხოლო ჩვენი საქმეები "იუნაიტედის" რეალთან" მატჩამდეც არ მიდიოდა კარგად. "სიტისთვის" უკეთესი იქნებოდა, რომ "იუნაიტედი" ლიგაზე დარჩენილიყო.

კარგად მესმის, რატომაა ფერგიუსონი არბიტრის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული, მაგრამ იგივე სიტუაცია 2012 წელს ინგლისის თასზე მანჩესტერულ დერბიში მოხდა, როცა კომპანი გააძევეს.

ჩემი აზრით, ჩაქირის გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა და ნანი არ იმსახურებდა ყვითელ ბარათსაც
კი. ამაზე იტალიაშიც არაფერს აჩვენბედნენ, რადგან ფეხბურთელი ცდილობდა ბურთზე ეთამაშა",
- თქვა მანჩინიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული