ალექს ფერგიუსონი: იმ ბურთებს იკერ კასილიასი ნამდვილად ვერ აიღებდა

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "მანჩესტერისა" და "რეალის" დაპირისპირება სულ სხვანაირად დასრულდებოდა, კარში დეიგო ლოპესის ნაცვლად იკერ კასილიასი რომ მდგარიყო.

"ჩემი ნება რომ ყოფილიყო, "რეალის" კარში იკერ კასილიასს ვისურვებდი. ის ნამდვილად ვერ აიღებდა იმ დარტყმებს, რომლებსაც მატჩის მიწურულს დიეგო ლოპესი გაუმკლავდა. მან უელბეკს და ვან პერსის საოცარი დარტყმები აუღო, ერთხელ კი კარიდან გამოვიდა და აქეთ ვიდიჩს აქეთ დაურტყა. კასილიასი კი სულ სხვა ტიპის მეკარეა. შეიძლება ითქვას, რომ "რეალი" მეკარემ იხსნა", - განაცხადა "იუნაიტედის" მხცოვანმა
თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში "რეალმა" სტუმრად 2:1 მოუგო "მანჩესტერს" და ლიგის გათამაშებიდან გააგდო.

მადრიდის "რეალმა" დიეგო ლოპესი "სევილიისგან" მას მერე იყიდა, რაც იკერ კასილიასმა ხელი მოიტეხა.

ასევე იხილეთ:
"რეალმა" მეკარე იყიდა!
მანჩესტერი-რეალის გამოხმაურება: შენ ჩაქრი, ჩაქირ!


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული