თომას ვერმალენი: არსენის გულისთვის თავი უნდა დავდოთ მოედანზე

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ბელგიელმა კაპიტანმა თომას ვერმალენმა თანაგუნდელებს მოუწოდა "ბაიერნთან" ბრძოლისთვის.

ვერმალენი გუნდელებს სთხოვს, არსენ ვენგერისთვის თავი დადონ "ალიანს არენაზე" და შეეცადონ, სასწაული მოახდინონ.

"ჩვენ გვინდა, საჩუქარი გავუკეთოთ მწვრთნელს, რომელიც მუდმივად ბრძოლისთვის განგვაწყობს, რომელიც ყოველთვის საკუთარი ძალების რწმენასა და იმედს გვინერგავს. ჩვენ გვინდა, სასწაული მოვახდინოთ და მეოთხედფინალში გავიდეთ. გაგახსენებთ შარშანდელ ბრძოლას "მილანთან". ამიტომ ბრძოლა ყოველთვის შესაძლებელია", - განაცხადა თომას ვერმალენმა.

ასევე იხილეთ:
ბაიერნი VS არსენალი - არსენ ვენგერი სასწაულზე ოცნებობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული