ჯანლუიჯი ბუფონი: არა მგონია, "ბაიერნს" "იუვენტუსთან" შეხვედრა გახარებოდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრის შედეგებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, იტალიური გუნდის მეტოქე გერმანული "ბაიერნია". პირველი მატჩი მიუნხენში 2 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი - 10 აპრილს, ტურინში.

"1/4-ფინალში დაპირისპირება მსოფლიოში ისეთ განთქმულ კლუბთან გვიწევს, როგორიც "ბაიერნია", თუმცა არ მგონია, მიუნხენელებს ჩვენთან შეხვედრა ახარებდეთ.

ეს ჩვენ მიმართ მოწიწებითა და გარკვეულწილად, შიშის ფაქტორითაა განპირობებული",
- თქვა ბუფონმა.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა. 1/4-ფინალის წილისყრა: გერმანულ-იტალიური სუპერჯახი
პაველ ნედვედი: ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა
მანუელ ნოიერი: შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი
ნამდვილად გვაქვს

იუპ ჰაინკესი: ტურინის "იუვენტუსი" ძალიან ძლიერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული