უეფამ ალექს ფერგიუსონი 10 ათასი ევროთი დააჯარიმა

AutoSharing Option
უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა 22 მარტს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ალექს ფერგიუსონისა და გუნდის ნახევარმცველის ნანის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

22 მარტს უეფაში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალს" შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი განიხილეს, რომელიც 5 მარტს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის მეორე ტაიმში ნანიმ წითელი ბარათი ალვარო არბელოასთან შეჯახების გამო მიიღო.

არბიტრის გადაწყვეტილებით განრისხებული ფერგიუსონი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას არ დაესწრო.

"გარდიანის" ცნობით, უეფამ ნანის გაძევება ძალაში დატოვა. აქედან გამომდინარე პორტუგალიელი ფეხბურთელი ევროთასებზე ერთ მატჩს გამოტოვებს, ხოლო ფერგიუსონი პრესკონფერენციაზე არდასწრების გამო 10
ათასი ევროთი დააჯარიემს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული