სერხიო რამოსი: ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან თავის ოცნებაზე - ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვის სურვილზე ღიად ისაუბრა. ეს ტიტული რამოსს აქამდე არ მოუპოვებია.

"ჩემპიონთა ლიგის მოგება - ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა.

საერთოდ, პირველი ტიტული ადამიანს მთელი ცხოვრება განსაკუთრებულად ამახსოვრდება. იმედი მაქვს, ერთ დღეს მეც ვიტყვი: "ჩემპიონთა ლიგა არაერთხელ მომიგია".

სამწუხაროდ, ეს ის ტიტულია, რომლის მოგება აქამდე ვერ შევძელი და ვგრძნობ, რომ ძალიან მჭირდება ეს თასი",
- თქვა რამოსმა.

"რეალის" მცველი დარწმუნებულია, რომ "გალათასარაი", რომელთანაც "სამეფო კლუბს"
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში უწევს დაპირისპირება, რთული და საშიში მეტოქეა.

"ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

შემდეგ რაუნდს კი დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით და როგორც ყოველთვის, არც ამჯერად დავუშვებთ მეტოქის შეუფასებლობას.

"გალათასარაიმ" დაიმსახურა 1/4-ფინალში თამაში. ის კარგი გუნდია, რომელიც დროგბასა და სნეიდერის დამატებით კიდევ უფრო გაძლიერდა.

"გალათასარა
ისთან" დაპირისპირებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, გავიტანოთ, მაგრამ არ გავუშვათ გოლი საშინაო მატჩში, თორემ შემდეგ სტუმრად ძალიან გაგვიჭირდება", - აქვეყნებს რამოსის ნათქვამს Football Espana.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული