ჩაბი ალონსო: ჩემპიონთა თასი მეათედ უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ კომენტარი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბს" მეტოქედ სტამბულის "გალათასარაი" ერგო.

"ჩვენი მხარდამჭერების მესიჯი ერთმნიშვნელოვანია - "რეალმა" უნდა მოიგოს რიგით მეათე ჩემპიონთა თასი. ყველა, ვისაც "რეალთან" შეხება აქვს, მომავალ ფინალზე ლაპარაკობს, მაგრამ იქამდე ჯერ რამდენიმე ეტაპია გასავლელი. ოთხშაბათს ჩვენ გველის პირველი გამოცდა "გალათასარაისთან". შინ ვთამაშობთ და მოგება გვწადია. დარწმუნებული ვარ, სტადიონზე ძალიან მაგარი სიტუაცია იქნება.

ლა ლიგაში სიტუაცია იდეალური სულაც არ გვაქვს, თუმცა ახლა შესანიშნავ ფორმაში ვართ და ბოლომდე ვეცდებით ჩვენსას, უნდა
მოვიგოთ დარჩენილი მატჩები
", - განაცხადა ბასკმა ფეხბურთელმა.

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრებმა ჩაბი ალონსო დაკარგა
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდე რა გინდა?
sandro culle
12:01 30-03-2013
0

სიახლეები პოპულარული