დიდიე დროგბა: ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი კარიერის პიკია

AutoSharing Option
"გალათასარაის" ფორვარდმა დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება მისი კარიერის პიკი იყო.

გასული შეჯიბრების ფინალში დროგბა "ჩელსის" დაეხმარა, მატჩი დამატებით დროში გადაეყვანა და ბოლოს გამარჯვების გოლი გაიტანა პენალტიდან 11-მეტრიანების სერიაში.

"არ
მეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგაში დავბრუნდებოდი. ამ ტურნირთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ჩემპიონთა ლიგაზე "მარსელისა" და "ჩელსის" მაისურით 9 წელი გამოვდიოდი. გასულ სეზონში, როგორც იქნა, მოვახერხე ამ ტიტულის მოგება. "ჩელსიში" გატარებული ბოლო სეზონი ჩემი კარიერის პიკი გახდა", - თქვა დროგბამ.

ზამთარში 35 წლის დროგბა "გალათასარაიში" გადავიდა, სადაც ვესლი
სნეიდერთან ერთად თურქულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა. "გალათასარაის" მეტოქე მადრიდის "რეალია".

"სტამბულში იმიტომ მოვედი, რომ ფეხბურთი მაღალ დონეზე მეთამაშა. "გალათასარაი" ცნობილი კლუბია, რომელსაც უეფას თასი აქვს მოგებული და სურს, ახალ საფეხურზე ავიდეს.

მე და ვესლი ვცდილობთ, მოლოდინი გავამართლოთ. სნეიდერი ნახევარი წელი არ თამაშობდა და ფორმას ახლა იბრუნებს. მეც რამდენიმე თვე ფეხბურთის გარეშე გავატარე და მოგატყუებდით, რომ მეთქვა, თამაშისთვის 100 პროცენტით მზად ვარ-მეთქი. თუმცა გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯები",
- აღნიშნა ფორვარდმა.

მომზადებულია Soccerway.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული