კრისტიან ტელიოს პსჟ-სთან მატჩის სასტარტოში ელიან

AutoSharing Option
ბარსელონურმა გაზეთმა "ელ მუნდო დეპორტივომ" "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩის წინ "იდეალური სასტარტო შემადგენლობა" ჩამოწერა და შეტევის მარცხენა ფლანგზე ახალგაზრდა ფორვარდი კრისტიან ტელიო დააყენა.

გამოცემა მიიჩნევს, რომ ტიტო ვილანოვას საკმარისი საფუძველი აქვს, ტელიო სასტარტოში დააყენოს და ეს, ალბათ, ასეც იქნება.

"სელტასთან" 2:2 დასრულებულ მატჩში კრისტიან ტელიო ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან პირველი გოლი გაიტანა და შემდეგ ლეო მესის საგოლე პასი გაუკეთა.

"იმის გამო, რომ პედრო როდრიგესი ტრავმირებულია, ტიტო ვილანოვა ვერ დააყენებს იდეალურ შემადგენლობას. შეტევაში კრისტიან ტელიო უნდა იყოს, რადგან მან დაამტკიცა, რომ ალექსის
სანჩესზე და სესკ ფაბრეგასზე უფრო კარგ ფიზიკურ ფორმაშია და უკეთაც თამაშობს. მისი სისწრაფე და კარგი დრიბლინგი მარცხენა ფრთაზე ბევრ პრობლემას შეუქმნის "პარი სენ-ჟერმენს
".

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: პსჟ-სთან თამაშის წინ კარგი წინათგრძნობა მაქვს
დანიელ ალვეში: პსჟ-სთან თავს ფავორიტებად არ მივიჩნევთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული