2 აპრილს პასტორეს გუნდი პარიზში მესის "ბარსელონას" მასპინძლობს: "ჩვენთვის, არგენტინელებისთვის, ლეო მესი არის მისაბაძი მაგალითი. მე ძალიან მსიამოვნებს იმის განცდა, რომ მალე მოედანზე დავუპირისპირდები მას. რა თქმა უნდა, იქნება ბევრი ემოცია. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ის ამას ყოველ მატჩში ამტკიცებს.
"ბარსელონასთან" თამაშში საჭიროა დიდი კონცენტრაცია და ცივსისხლიანობა, როცა მათ ბურთი აქვთ. ეს გუნდი მზადაა, სულ მცირე შეცდომაც კი კატასტროფად გიქციოს", - განაცხადა ხავიერ პასტორემ.
ასევე
ლიონელ მესი: პსჟ-სთან თამაშის წინ კარგი წინათგრძნობა მაქვს
პსჟ VS ბარსელონა - ტიტო ვილანოვა პარიზშია