"ჩვენ ჩვენი ძალებისა გვწამს. ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება, ვიდრე გუნდების სამი წლის წინანდელ დაპირისპირებაში იყო.
ის მატჩი "იუვენტუსისთვის" ნამდვილი შერცხვენა იყო და აღარასოდეს გამეორდება. ჩვენ საშინლად ვთამაშობდით, მატჩის ბოლოს უკვე საშინლად მტკიოდა ზურგი. ოთხჯერ მომიხდა ბურთის ბადიდან გამოღება".
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის დეკემბერში ტურინში "იუვენტუსი" 1:4 დამარცხდა "ბაიერნთან". დავიდ ტრეზეგეს გოლს მაშინ გერმანელებმა ბუტის, ოლიჩის, გომესის და ტიმოშჩუკის გოლებით უპასუხეს.
ასევე იხილეთ:
ბაიერნი
ანტონიო კონტე: "იუვენტუსი" მიუნხენში უშიშრად მიდის