"იტალიელები, ტრადიციულად, დიდებულად თამაშობენ დაცვაში, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, "იუვე" ძალიან სახიფათოდ უტევს. მეტოქე ისეთი გუნდების კატეგორიიდანაა, რომელთაც არაფრისგან გოლის შექმნა შეუძლიათ. ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ თავის გამოჩენის შანსი არ მივცეთ. ჩემი აზრით, კარის მშრალად შენახვა პირველ მატჩში დიდი წარმატება იქნება", - განაცხადა შვაინშტაიგერმა.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "იუვენტუსს" მასპინძლობს.
ასევე იხილეთ:
არიენ რობენი: ჩვენი მიზანი "უემბლიზე" ფინალის თამაშია
ბაიერნი