ლიონელ მესიმ შესაძლოა პსჟ-სთან საპასუხო მატჩი გამოტოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი ტრავმის გამო სამ კვირას გამოტოვებს, რომელიც პსჟ-სთან (2:2) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მიიღო.

ამის შესახებ ცნობას Sport.es "ბარსელონას" სამედიცინო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, პირველი გამოკვლევის შედეგად გამოჯანმრთელების ვადა სამ კვირას შეადგენს.

თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, მესი "კამპ ნოუზე" პსჟ-სთან საპასუხო შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 10 აპრილს გაიმართება და გარდა ამისა, ლა ლიგის მატჩებს "მალიორკას", "სარაგოსას" და "ლევანტეს" წინააღმდეგ გამოტოვებს.

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მესი დეტალურ შემოწმებას 4 აპრილს ჩაიტარებს, რის შემდეგაც უფრო ზუსტად გახდება
ცნობილი, რამდენად სერიოზულია არგენტინელის ტრავმა და როდის შეძლებს ის თამაშს.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
პსჟ-ბარსელონა 2:2 - პარიზული ფრე სტუმართა სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული