"ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. მატჩის პირველი წუთები კარგად ჩავატარეთ, თუმცა შემდეგ ყველაფერი გართულდა. ძალიან ბევრი ძალა დავხარჯეთ გათანაბრებისთვის, არადა, გოლის გატანის ბევრი მომენტი გვქონდა.
დაპირისპირების გამარჯვებული ჯერჯერობით უცნობია. ყველას ვანახეთ, რომ შეგვიძლია, ძლიერ მეტოქეს წინააღმდეგობა გავუწიოთ. ორი გოლი გვქონდა გასატანი, რაც გავაკეთეთ კიდეც. ახლა ეს ესპანეთში უნდა გავიმეოროთ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ ანგარიშს არ ველოდი. მესიმ რომც არ ითამაშოს საპასუხო მატჩში, ჩვენი ტაქტიკური გეგმა არ შეიცვლება.
ბლეზ მატიუდის დისკვალიფიკაცია დიდი დარტყმაა ჩვენთვის, რადგან ის გუნდის საკვანძო ფეხბურთელია. იმედი მაქვს, ტიაგო მოტა მალე გამოჯანმრთელდება. გარდა ამისა, გვყავს კლემანტ შანტი, რომელიც ძალიან აგრესიული ფეხბურთელია. საერთო ჯამში, ნახევარდაცვაში ბევრი ვარიანტი გვაქვს.
საპასუხო შეხვედრა ძალიან რთული იქნება, მაგრამ "კამპ ნოუზე" ორი გოლის გატანა გვინდა, რაც პარიზში უკვე მოვახერხეთ. ჩემი გუნდის მჯერა.
პენალტი სანჩესზე არ ყოფილა. ეს იყო არბიტრის საჩუქარი "ბარსელონასთვის". ალექსისი სირიგუსთან კონტაქტს ეძებდა. ვიცით, რომ სანჩესს სიმულირება უყვარს", - თქვა ანჩელოტიმ.
მომზადებულია uefa-სა და Goal.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
პსჟ-ბარსელონა 2:2 - პარიზული ფრე სტუმართა სასარგებლოდ [VIDEO]