ჟორდი როურა: მსაჯობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა მაქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ჟორდი როურამ პსჟ-სთან (2:2) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"ეს ძალიან კარგი ანგარიშია ჩვენთვის, თუმცა, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, უკეთ შეგვეძლო თამაში. სამწუხაროა, რომ შეხვედრის მიწურულს გავუშვით გოლი.

რამდენიმე კითხვა მაქვს მსაჯობასთან დაკავშირებით. ნათელია, რომ არბიტრის რამდენიმე გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ არ იყო მიღებული, მაგრამ ამას უკვე ვეღარ შევცვ
ლით. იბრაჰიმოვიჩის გოლი ოფსაიდიდან გავიდა.

მესის მუხლთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ხოლო მასკერანოს - მუხლის ტრავმა. სეზონის ამ სტადიაზე ეს დიდი დანაკლისია გუნდისთვის. დეტალური შემოწმების შედეგებს დაველოდოთ"
, - თქვა
როურამ.

Sportall.Ge

მომზადებულია AS-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
პსჟ-ბარსელონა 2:2 - პარიზული ფრე სტუმართა სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული