იურგენ კლოპი: ანგარიშით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მალაგასთან" (0:0) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"კარგად ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშებოდით, რომელიც ჩვენს
შეტევებს სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა. ამიტომ ანგარიშით კმაყოფილი ვარ. მახარებს ის ფაქტი, რომ საკუთარ კარში გოლი არ მივიღეთ და ამავე დროს, არც იმით ვარ უკმაყოფილო, რომ ვერ გავიტანეთ. ეს ფეხბურთია.

შესაძლოა თუ არა იმის თქმა, რომ გამოუყენებელი მომენტების მიხედვით დავმარცხდით? სიმართლე, რომ გითხრათ, ასეთი გრძნობა არ მაქვს.

ვისაც ჩემპიონთა ლიგაში შორის გასვლა უნდა, არ უნდა იფიქროს, რომ მისი გზა იოლი
იქნება. ტრავმები არ გვაქვს, გოლი არ გაგვიშვია, ამიტომ გავაგრძელოთ გზა",
- თქვა კლოპმა.

მომზადებულია bvb.de-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
მალაგა-დორტმუნდი 0:0 - დიდი უსამართლობა "ლა როსალედაზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული