ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "სამეფო კლუბის" სავარაუდო მეტოქეთა შესახებ საუბრისას ჟოზემ შემდეგი თქვა: "ჩვენი მეტოქე შეიძლება იყოს "დორტმუნდი" და ალბათ, "ბაიერნი" და "ბარსელონა". "ბარსა" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. პირადად, პსჟ-სთან თამაშს ვისურვებდი. პარიზში რამდენიმე მეგობარი მყავს, ბარსელონაში - არავინ".
შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს "კამპ ნოუზე" ტიტო ვილანოვას "ბარსა" საპასუხო მატჩში დაუხვდება კარლო ანჩელოტის პსჟ-ს. პირველი შეხვედრა პარიზში 2:2 დასრულდა. ჟოზე მოურინიოს "რეალი" კი უკვე ლიგის ნახევარფინალშია
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "გალათასარაი" 50 000-11-ზე გეთამაშება