ჰანს იოახიმ-ვატცკე: კმაყოფილები ვართ, "ბაიერნი" რომ არ შეგვხვდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს იოახიმ-ვატცკემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების წილისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.

დორტმუნდის "ბორუსია" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი დორტმუნდში 24 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი - 30 აპრილს მადრიდში.

"არ მგონია, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ "რეალს" ჩვენი შიში შემორჩა.

მადრიდელები ჩვენს მიმართ ისეთივე პატივისცემით არიან განწყობილნი, როგორც ჩვენ მათ მიმართ.

წილისყრის შედეგით კმაყოფილებ
ი ვართ. არა იმიტომ, რომ მეტოქე შეგვხვდა სუსტი, არამედ იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგა - საერთაშორისო ტურნირია და უფრო გვინდოდა საერთაშორისო მატჩი გვეთამაშა, ვიდრე კიდევ ერთხელ დავპირისპირებოდით
"ბაიერნს",
- აქვეყნებს ვატცკეს ნათქვამს უეფას ოფიალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული