ემილიო ბუტრაგენიო: იმედია, ახლა მაინც მოვუგებთ "დორტმუნდს"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" საზოგადოებასთან სამსახურის დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ნახევარფინალის პირველ მატჩს დორტმუნდში "ბორუსიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ნახევარფინალისტებს შორის მოხვედრა ჩვენთვის დიდი სიხარული და პატივია. ძალიან დიდ პატივს ვცემთ დორტმუნდის "ბორუსიას". ჯგუფურ ეტაპზე მათ ორჯერ ვე
თამაშეთ და ერთხელაც ვერ მოვუგეთ.

იმედია, ახლა სხვანაირად წარიმართება საქმე, რადგან ფინალში გასვლა გვინდა",
- თქვა "რეალის" წარმომადგენელმა.

აქვე გეტყვით, რომ პირველი მატჩი 24 აპრილს გაიმართება, ხოლო 30 აპრილს საპასუხო შეხვედრა ჩატარდება.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული