მესუთ იოზილი: ჩვენ ფინალში გვინდა

AutoSharing Option
12 აპრილის კენჭისყრამ მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეტოქედ დორტმუნდის "ბორუსია" არგუნა.

ესპანელმა ჟურნალისტებმა კენჭისყრის შესახებ კომენტარი "სამეფო კლუბის" ერთ-ერთ ლიდერს, მესუთ იოზილს ჩამოართვეს.

"ჩვენ შეგვხვდა "დორტმუნდი"! ეს იქნება ორი დიდებული მატჩი, რომლებშიც თამაში ყველას სურს. ძალიან გვინდა, ფინალში გავიდეთ - ჰალა მადრიდ", - განაცხადა იოზილმა.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ და მაშინ იურგენ კლოპის შეგირდებმა უკეთ ითამაშეს, ვიდრე ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა: დორტმუნდში მოიგეს, მადრიდში კი ფრე ითამაშეს.

პირველი ნახევარფინალური მატჩი 24 აპრილს დორტმუნდში გაიმართება, საპასუხო კი
- მადრიდში, 30 აპრილს.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული