"მარკა": ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებამდე "რეალი" კრიშტიანო რონალდოს გაუფრთხილდება

AutoSharing Option
თუკი "ბარსელონას" ხელმძღვანელობა იმიტომ "ინახავს" ლეო მესის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის, რომ არგენტინელს ტრავმა არ გაუმიზეზდეს, "რეალის" ხელმძღვანელობას კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაში, ანალოგიურად მოქცევის მიზეზი არა აქვს.

ამის მიუხედავად, "მარკა" ამტკიცებს, რომ ჟოზე მოურინიოც ტიტო ვილანოვას ანალოგიურად მოიქცევა. პორტუგალიელმა უკვე ჩაიქნია ხელი ლა ლიგაზე და იცის, რომ ტიტულს ყველა ვარიანტში დაკარგავს, სამაგიეროდ "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული, სადაც დორტმუნდის "ბორუსიას" ხვდება.

ჟოზეს აღარ სურს გარისკოს თავისი საუკეთესო ფეხბურთელის მდგომარეობით და მომავალ ორ ტურში გამორიცხულია, რონიმ 90-90 წუთი ითამაშოს. ის ალბათ ორივე
მატჩში ბოლო წუთებზე შევა, რათა სათამაშო ტონუსი არ დაკარგოს.

თავად რონალდოს რომ კითხოთ, მას შეუცვლელად თამაში სურს, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელზეც აზრს კრიშტიანოს მწვრთნელი არ დაეკითხება.

ასევე იხილეთ:
"მარკა": ლეო მესის ლიგის ნახევარფინალებამდე დაასვენებენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
რონალდოს არ გაუმართლა, მესის ეპოქაში, რომ თამაშობს
მრბ
06:06 13-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული