ლუკა მოდრიჩი "დორტმუნდთან", ალბათ, ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გუნდთან ერთად კი გაფრინდა გერმანიაში, მაგრამ ჯგუფში ვერ ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ვერც დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ შეძლებს თამაშს.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩმა ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩში, "ბეტისის" წინააღმდეგ კუნთი დაიჭიმა. "რეალის" ექიმები იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ მოდრიჩის ფეხზე დაყენებას, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ვერ მოახერხეს.

როდესაც "რეალი" ვარჯიშობდა დორტმუნდში, ლუკა მოდრიჩი მსუბუქი გარბენით დაკმაყოფილდა. შეგახსენებთ, რომ იმავე თამაშში ტრავმები მარსელომ და ქარიმ ბენზემამაც მიიღეს. ფრანგმა მოასწრო გამოჯანმრთელება, ბრაზილიელი კი გუნდს გერმანიაში ვერ გაჰყვა.

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: დაელოდეთ და ნახავთ, რა ტაქტიკას ავირჩევთ

ჟოზე მოურინიო: "რეალისთვის" მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს
ბორუსია VS რეალი: 15 წლის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული