24 აპრილს, დორტმუნდში გამართულ შეხვედრაში "ბორუსიამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პოკერი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა, ხოლო სტუმართაგან ერთადერთი გოლით კრიშტიანო რონალდო გამოირჩა.
"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისთვის ვიბრძოდით და მოედანი სხვა განწყობით უნდა დაგვეტოვებინა.
მეგონა, ყველაფერი უფრო იოლად იქნებოდა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა.
უნდა ვაღიაროთ და შევეგუოთ იმას, რომ ცუდად გავისარჯეთ. თამაში ცუ
წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს. "რეალი" ის გუნდია, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ დაპირისპირების ბედის თავის სასიკეთოდ გადაწყვეტა. შინ ვითამაშებთ და შეგვწევს იმის ძალა, რომ სამი გოლი გავიტანოთ", - თქვა პეპემ.
"რეალსა" და "ბორუსიას" შორის საპასუხო შეხვედრა მადრიდში 30 აპრილს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]