TimeLine: ჯანდაბა, გერმანული ფინალი!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა გერმანიის დროშის ფერებში შეიღება. პირველი ნახევარფინალური შეხვედრების შემდეგ გერმანული გუნდები 8:1-ს იგებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფინალში 90 პროცენტით გერმანულ ფინალს ვიხილავთ.

გამოგიტყდებით, ესპანურ ფეხბურთს პატივს ვცემ, მაგრამ ნამდვილად არ მჯერა, რომ განმეორებით შეხვედრებში "ბარსელონა" "ბაიერნს" მინიმუმ 4:0-ს მოუგებს, ხოლო "რეალი" "ბორუსიას" - 3:0-ს.

ფინალური შეხვედრა ლონდონში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით "ფეისბუკზე" ერთი გემრიელი ხუმრობა გაჩნდა: უინსტონ ჩერჩილის ფოტოს ასეთი მინაწერი აქვს: "ჯანდაბა, გერმანელები ლონდონში!"

იყო დრო, გერმანელები ევროპის ჩემპიონატშიც ასეთი ტაქტიკით იმარჯვებდნენ: "ვინც მოითმენს, ის მოიგებსო", მაგრ
ამ ამ კვირაში "ბორუსიამ" და "ბაიერნმა" ბურთის ფლობის ჯადოქრებს, 2-3 კაცის ერთდროულად მოტყუების გაკვეთილები ჩაუტარეს.

სწორედ ამიტომ, ჯერ არ მინახავს ესპანური ფეხბურთის ქომაგი, პირენეული გუნდების წაგებას მეტისმეტად მძაფრად რომ განიცდიდეს. ისინი ხომ იმიტომ გულშემატკივრობენ ესპანელებს, რომ სანახაობრივი თამაში იზიდავთ. ჰოდა, ნახეს შემტევი, ლაღი თამაში, ოღონდ გერმანელების მხრიდან.

გერმანულ ტალღაში ჩაიკარგნენ მესი და რონალდო, რეალელ "ალემანებზე" იოზილსა და ხედირაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

"ბორუსია"-"რეალის" მატჩის შემდეგ მეგობარმა იხუმრა - ხვალ, "რეალის" ქომაგები "ბარსას" ფანებს ნიშნის მოგებით ეტყვიან: ჩვენ ერთი მაინც გავიტანეთო.

"რეალისა" და "ბარსას" დაპირისპირების შესახებ გაჩნდა უამრავი კომიქსი თუ იუმორისტული ჩანახატი რონალდოსა და მესის მონაწილეობით. მათ შორის ბევრი უხამს სიტყვას შეიცავს და საგაზეთოდ არ გამოდგება.

ყველაზე კეთილი ხუმრობა კი ასეთია: რონალდო და მესი ერთმანეთს ხელს ართმევენ. არგენტინელი: - ფინალში შევხვდებით!
- შენთან ვუყუროთ თუ ჩემთან?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დორტმუნდი-რეალის გამოხმაურება: გერმანელები მოდიან, ხალხნო!
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]
ბაიერნი-ბარსელონას გამოხმაურება: ფანტასტიშ!
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული