"ბოდიშს ვიხდი, თუკი ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა. მე მხოლოდ ვთქვი, რომ "ბარსელონა" ყველაფერს გააკეთებს, რომ ფინალში გავიდეს. თუმცა ყველაფერში უკანონო ქმედებები ნამდვილად არ მიგულისხმია. მე მაგალითისთვის, ვამბობდი, რომ "ბარსა" მეტოქეზე ზეწოლას განახორციელებდა. ამას მეც ვაკეთებდი მოედანზე.
ჩემი აზრით, "ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პატიოსანი გუნდია. მე ყოველთვის აღტაცებული ვიყავი
შეგახსენებთ, რომ იუპ ჰაინკესის "ბაიერნმა" ტიტო ვილანოვას "ბარსელონა" 4:0 დაამარცხა და ფაქტობრივად, შანსი არ დაუტოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის. ბეკენბაუერი კი აცხადებდა, რომ კატალონიელები ყველა ხერხს გამოიყენებდნენ შინ გამარჯვებისთვის, მათ შორის, პროვოკაციებსაც.
ასევე იხილეთ:
ფრანც ბეკენბაუერი: "ბარსელონა" ყველაფრის მკადრებელია