ბერნდ შუსტერი: ესპანელთა ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება

AutoSharing Option
გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ბერნდ შუსტერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ფეხბურთში ესპანური ერა დასასრულს უახლოვდება.

53 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ ნახევარფინალურ მატჩში გერმანელთა მიერ ესპანური გრანდების განადგურებაა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" შინ 4:0 გადაურბინა "ბარსელონას", ხოლო "დორტმუნდმა" 4:1 აჯობა "რეალს".

"ფეხბურთი თაობებით განისაზღვრება. ბოლო წლებში ესპანელებს მაგარი გუნდი ჰყავდათ და ესპანეთში ძალიან მაგარი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ყოველ ციკლს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული. ასევე მოხდა იტალიელებისა და ბრაზილიელების შემთხვევაშიც. ახლა მწვერვალზე ასვლას გერმანული ფეხბურთი ცდილობს",
- უთხრა "მარკას" "ბარსელონასა" და "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელსაც "სამეფო კლუბი" 2007/08 წლების სეზონში გაუწვრთნია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რააო რააო??:) სასაცილოა ესპანური ფეხბურთი ვერასოდეს გაუტოლდება გერმანულს.. პირველად მსოპლიო ეხლა მოიგეს და მორჩა მაგით კველაპერი.
giorgi
11:33 01-05-2013
0
რას ბჟოტიალობთ ერთი გამაგებია რა გერმანული რის გერმანული, ერთი თამაშით რომ ვარსკვლავებს წყვეტთ ესპანურ ფეხბურთს ბარე ათწლეულები ვერ გაუტოლდება თქვენი გერმანია. მე არცერთს არ ვბალეშიკობ მაგრამ სისულელეებს ნუ როშავთ.
FIORENTINA
10:33 01-05-2013
0

სიახლეები პოპულარული