უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნისთვის" უიღბლო მსაჯი დანიშნა

AutoSharing Option
25 მაისს ლონდონის "უემბლიზე" სეზონის უმთავრესი მატჩი გაიმართება - ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" შეხვდებიან.

უეფამ უკვე დანიშნა ამ შეხვედრის არბიტრი - იტალიელი ნიკოლა რიცოლი.

41 წლის რიცოლი 2007 წელს გახდა ფიფას არბიტრი. ამ სეზონში მან ევროთასებზე 5 შეხვედრა განსაჯა.

სხვათა შორის, რიცოლის "დორტმუნდის" მატჩი ჯერ არასდროს განუსჯია, "ბაიერნის" შეხვედრის მსაჯი 2-ჯერ იყო და ორჯერვე წააგო გერმანულმა გრანდმა: 2010 წელს "მანჩესტერ იუნაიტედთან" და 2012 წელს "ბაზელთან".

ასევე იხილეთ:
სპეციალისტის აზრი: მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილებები ევრო 2012-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისიც თქვით რომ ამ მსაჯის მონაწილეობით ორივეჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე. ბაზელს მეორე თამაშში გადაუარა და მანჩესტერთან წაგების მიუხედავად გავიდა ფინალში:D
giorgi
22:28 20-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული