უეფას ფინანსური კონტროლის ბორდმა შვეიცარიულ ნიონში საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა დეკემბრის თვეში დასჯილი 8 კლუბისათვის.
"მალაგას", რომელსაც სეზონის ბოლომდე "მანჩესტერ სიტის" მომავალი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი უდგას სათავეში, მოეხსნა სანქცია და ანდალუსიურ კლუბს უკვე ამ სეზონში შეეძლება ევროთასებზე გამოსვლა. ცოტა არ იყოს, უცნაური გადაწყვეტილებაა - უმოტივაციობის გამო "მალაგამ" ბოლო ტურებში დაკარგა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი და ახლა ამ შეწყალებით ევროპალიგაში თუ ითამაშებს.
ასევე შეიწყალეს: "ჰაიდუკი" (ხორვატია), "ოსიეკი" (ხორვატია), "დინამო"
სამაგიეროდ, ორ კლუბს სანქცია შეუნარჩუნდა: ბუქარესტის "რაპიდი" ჯარიმის სახით გადაიხდის 100 ათას ევროს და უეფას შეჯიბრებებში 2016/17 წლების სეზონამდე ვერ ითამაშებს. კიევის "არსენალი" 75 ათასი ევროთი დაისჯება (ეს კლუბი ევროთასებიდან არ მოუკვეთავთ).
"მალაგას" შეწყალებამ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ორი ტურის მოტივაცია მნიშვნელოვნად შეცვალა. ახლა ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ "დეპორტივოს" ანდალუსიაში უკვე მოტივირებული "მალაგა" ელის. პლუს ამას, ესპანეთის ჩემპიონატის მერვეადგილოსანი ვეღარ გავა ევროპალიგაზე, რაც პირდაპირ ურტყამს "სევილიას" და "ხეტაფეს" ინტერესებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უეფამ "მალაგას" ევროთასებიდან მოკვეთის გადაწყვეტილება გააუქმა