"ბორუსიას" პრემიები და დანაკარგი

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემთხვევაში იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ფინალში განაცხადში მოხვდებიან, პრემიის სახით 150 ათას ევროს გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრემია კლუბს ჯერ ისტორიაში არასოდეს გაუღია. რურელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი შეგირდებზე ორჯერ მეტს, 300 ათასს მიიღებს. სწორედ ეს თანხა ჩაიწერა 2012 წელს კლოპის მიერ ხელმოწერილ ახალ ხელშეკრულებაში. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გერმანულმა გრანდმა 60 მილიონი ევრო მოიხვეჭა, რასაც, გადამწყვეტი შეხვედრის შედეგის მიხედვით, თანხა კიდევ დაემატება. შეგახსენებთ, რომ ფინალი "უემბლიზე" 25 მაისს გაიმ
ართება.

"კლუბი აქამდე ჩვენთან ყოველთვის სამართლიანად არ იქცეოდა და ეს, ალბათ, მომავალშიც ასე გაგრძელდება, მაგრამ ამის მიუხედავად, დორტმუნდში თასის ჩატანა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა," - განაცხადა კაპიტანმა სებასტიან კელმა.

რაც შეეხება "დორტმუნდის" მეტოქეს, "ბაიერნმა" "ბარსელონასთან" 1/2-ფინალში გამარჯვებისთვის ფეხბურთელებს უკვე გადაუხადა 200 ათასი. რამდენს ჩამოვა ული ჰიონესი ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგების შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობია.

"ბორუსია" პიშჩეკს კარგავს
"ვესტდოიჩე ალგემაინე ცაიტუნგის" მტკიცებით, "დორტმუნდის" 27 წლის პოლონელი მარჯვენა მცველი ლუკაშ პიშჩეკი 25 მაისის შემდეგ ბარძაყის კუნთზე ოპერაციას გაიკეთებს და გუნდს, მინიმუმ, ხუთი თვით ჩამოშორდება. ფეხბურთელმა ლონდონურ შეხვედრამდე ოპერაციაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ლუკაშს ბარძაყი 5 წლის წინ, "ჰერტაში" თამაშის დროსაც აწუხებდა. 2008-ის ბოლოს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მოედანს ის 6 თვის თავზე დაუბრუნდა. ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში პოლონელმა 47 შეხვედრა ჩაატარა (46 ძირითადში) და 2 გოლის გარდა, 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასე რომ, მისი გამოკლება "შავ-ყვითლებისთვის" დიდი დანაკლისი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: ილკაი გუნდოგანი ექსტრაორდინარული ფეხბურთელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული