იუპ ჰაინკესი: ევროპაში მიუნხენის "ბაიერნის" ერა იწყება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მატჩზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში თამაშში კარგად ვერ ჩავერთეთ, ამიტომ შესვენებაზე კორეკტივების შეტანა მომიწია. პირველი 20 წუთი მივხდით თუ რა რთულია ფავორიტის როლი.

ყველაფერს, რასაც მივაღიწეთ ამ სეზონში, მართალია ის ჯერ დასრულებული არაა, რადგან წინ გერმანიის თასის ფინალი გველის, უბრალოდ წარმოუდგენელია.

ბუნდესლიგაში არასდროს იყო მსგავსი გუნდი, რომელის ასეთ მაღალ დონეზე თამაშობდა.

25-ქულიანი სხვაობით იგებდა ჩემპიონატს და ამავე დროს ყველა რეცორდს ხსნი
და.

სეზონის დაწყებიდან, ჩვენ ვუმატებდით, გუნდური სულისკვეთება მოვიპოვეთ და ერთად დაუღალავად ვმუშაობდით. ეს ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის.

ჩვენ გვყავს 22-23 ტოპ-კლასის პროფესიონალი და მათ ყველას შეუძლია პირველ გუნდში თამაში.

როცა ასეთი კალიბრის ფეხბურთელები გყავს ძალიან მაგარია, რაც ჩვენი წარმატების განსაკუთრებული მიზეზია.


რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვარ. ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება სამწვრთნბელო კარიერის ყველაზე ნათელი მომენტია. გაატარო ამ ტურნირში სამი სეზონი და აქედან ორჯერ მოიგო - მგონი ასეთი რამე ყველასთან არ ხდება.

ასევე მესმის, იმედგაცრუება, როცა ფინალს ასე აგებ, თუმცა კარიერაში აღმასვლა და დაღმასვლა ხშირად არის. ამის ხარჯზე შეგიძლია უფრო ძლიერი გახდე. ჩვენ შემოგვხედეთ. გასულ წელს ფინალი წავაგეთ, მაგრამ არ შევეგუეთ.

უფრო მეტი ვიმუშავეთ და აი შედეგი. სრულიად შესაძლებელია, რომ ევროპაში ახალი ერა იწყება. ახლა "ბაიერნის" ერა იწყება",
- თქვა ჰაინკესმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია sport-express.ru-სა და uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-ბაიერნი 1:2 - ჰაინკესის გუნდის სრული ტრიუმფი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული